პაკისტანში ექსტრემისტული მოძრაობა თალიბანის წევრების განცხადებით 11 მაისს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დღეს ტერაქტების სერიას განახორციელებენ. ექსტრემისტებმა აღნიშნული განცხადება ადგილობრივ და უცხოურ მედიაში გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაციით თალიბანის დაჯგუფის წევრები ტერორისტული აქტების მოწყობით ქვეყანაში „ანტიისლამური" არჩევნების ჩაშლას გეგმავენ.
პაკისტანში საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ვითარება მკვეთრად დაიძაბა. ქვეყანაში ტეორისტული დაჯგუფებების მიერ თავდასხმები გახშირდა. დაჯგუფება „თალიბანები პაკისტანის" წარმომადგენელთა განცხადებით კი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებზე ნადირობა გამოაცხადეს.