პარლამენტის სხდომათა დარბაზების რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
,,პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ტენდერი, სამწუხაროდ, შეჩერებულია, რადგან მონაწილეობა არავინ არ მიიღო. ამიტომ სამართლებრივად ახლა სხვა ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ დარბაზების რემონტი გაგრძელდეს. რაც შეეხება შენობის მთლიან რემონტს ის ამ წუთშიც მიმდინარეობს და დაახლოებით ასამდე ადამიანი მუშაობს და ვფიქრობ, სექტემბრისთვის სრული შესაძლებლობა იქნება, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი მაინც სექტემბერში მაინც გააგრძელოს თბილისში", -განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში გამოცხადებულ ტენდერში პარლამენტის ყოფილი შენობის სხდომათა დარბაზების, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზისა და კინოდარბაზის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის ხუთი მილიონი ლარი გამოიყო.