ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, ბათუმის ანბანის კოშკით უკრაინული და თურქული კომპანიები არიან დაინტერესებულნი.
მერი აცხადებს, რომ განიხილება პროექტი, რომლის მიხედვითაც ანბანის კოშკი შესაძლოა 19 წლიანი იჯარით გაიცეს.
იმავდროულად, მოიჯარეს ვალდებულება დაეკისრება კოშკში შენობაში სამი VIP კლასის სასტუმრო ნომერი მოეწყოს.
კოშკში მოეწყობა ასევე რესტორანიც. მოიჯარეს კოშკის ქირაობა წელიწადში 3 მილიონი ლარი დაუჯდება.