პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ომის ვეტერანებმა ღირსეულად იცხოვრონ.
,,ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში, საქართველომ მასში უდიდესი მონაწილეობა მიიღო და უდიდესი დანაკლისიც განიცადა. ამ ომში ჩვენი 300 000-ზე მეტი თანამემამულე დაეცა. ჩვენმა თანამემულეებმა გამარჯვებამდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ძალიან ბევრი გმირი დაგვიბრუნდა, თუმცა უფრო მეტი უსახელო გმირი გვყავს. პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ. ისევე როგორც ყველა ცივილიზებულმა სამყარომ,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება", - განაცხადა ივანიშვილმა.
"მინდა, მოგილოცოთ ეს დღე და განსაკუთრებით მივულოცო მათ, ვინც ყველაზე დიდი მოლოდინით ელოდება. გილოცავთ და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. და პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილი ვაკის პარკში ირაკლი ალასანიასთან და დავით უსუფაშვილთან ერთად მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები