ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიების: "ახალის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "დროას", "ფედერალისტების", 'თავისუფლების მოედანის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებელის" და ედპ-ს, ასევე "ჯერ საქართველოს" წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა პარტიების აკრძალვა პარტიების აკრძალვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა იყო.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სეხვედრაეზ პოზიციები გაცვალეს მიმდინარე პროცესზე.
"დღევანდელი შეხვედრის დანიშნულება იყო, რომ ინფორმაცია მთავარი აქცენტების მეშვეობით მიგვეწოდებინა დიპლომატიური კორპუსისთვის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. დეტალები, რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელის თაობაზე და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გააუქმოს.
როგორ ვუყურებთ ჩვენ მიმდინარე პროცესს და ჩვენი აზრით რას გამოიწვევს გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით - ეს პოზიციები გავცვალეთ", - განაცხადა მედიასთაბ ნიკა გვარამიამ.