მოსკოვში, ბოლოტნაიაზე დღეს საღამოს გასამართი ოპოზიციის მიტინგისთვის სცენის მონტაჟისას მუშა დაიღუპა.
რუსული სააგენტოების ინფორმაციით, მუშას ხმის გამაძლიერებელი დაეცა.
"წინასწარი მონაცემებით, აკუსტიკური მოწყობილობის მონტაჟისას, ბოლოტნაიას მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ხმის გამაძლიერებელი მამაკაცს დაეცა. მიღებული ტრამვების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა", - იტყობინება მოსკოვის პოლიციოს პრეს-სამსახური.
შემთხვევის ადგილზე გამომძიებელები მუშაობენ.
დღეს, 19 საათზე, მოსკოვის დედაქალაქში, ბოლოტნაიას მოედანზე გასული წლის 6 მაისის აქციის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი მიტინგი უნდა გაიმართოს. მიტინგის მონაწილეები "ბალოტნაიას" სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.