ვუდი ალენმა მის ახალ ფილმში მთავარი როლი კოლინ ფერტს შესთავაზა.
სავარაუდოდ ფილმს, რომელსაც არ აქვს ოფიციალური სახელი, სამხრეთ საფრანგეთში გადაიღებენ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქალის მთავარი როლის შემსრულებლის პრეტენდენტად ემა სტოუნი სახელდებოდა ( "მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი", "მოსამსახურე"" ახალი ადამიანი-ობობა") ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი პერსონაჟი უნდა ითმაშოs ფერტმა და სტოუნმა უცნობია.
ვუდი ალენის ბოლო დასრულებული რეჟისორული ნამუშევარია დრამა "ლურჯი ჟასმინი", სადაც მთავარი როლები ალეკ ბოლდუინმა და კეიტ ბლანშეტმა შეასრულეს. ფილმი აშშ-ში 2013 წლის ივლისში გამოვა.
უახლოეს მომავალში კოლინ ფერტი აპირებს ითამაშოს ორ ბიოგრაფიულ ფილმში. "გენია" ერთ-ერთია ამ ფილმებიდან, სადაც მოთხრობილია რედაქტორ მაკსველ პერკინსზე რომელიც თანამშრომლობდა ტომ ვულფთან, ერნესტ ჰემინგუესთან, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდთან.
მეორე ფილმი "გამხდარი და კატა" ეძღვნება ცნობილი ფოტოგრაფის მარგარეტ ბურკ-უაიტის და მწერალ ერსკინ კოლდუელის ურთიერთობას. ფილმის დადგმით ბარბარა სტრეიზანდი დაკავდება.
ადრე ფერტი გადაღებულია ისეთ ფილმებში როგორიცაა "ვალმონტი","ინგლისელი პაციენტი", შეყვარებული შექსპირი"," ბრიჯეტ ჯონსის დღიური","რეალური სიყვარული","მარტოხელა მამაკაცი" და " მეფე ლაპარაკობს" ამ უკანასკნელ ფილმში 2011 წელს მას "ოსკარი" მიენიჭა ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი"
მასალის გამოყენების პირობები