აშშ-ის ორეგონის შტატში, აეროპორტის მახლობლად, ორი ვერტმფრენის ჰაერში შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
როგორც CNN იუწყება, იამჰილის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, მაშველებმა ვერტმფრენების ნამსხვრევები კერძო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე აღმოაჩინეს. შემთხვევა მაკმინვილის მუნიციპალურ აეროპორტთან მოხდა, რომელიც პორტლენდიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 64 კილომეტრში მდებარეობს.
იამჰილის ოლქის შერიფის, სემ ელიოტის განცხადებით, ერთ-ერთ ვერტმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა. 22 წლის ფრენის ინსტრუქტორი, და პილოტის მომზადების კურსზე მყოფი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე
მეორე ვერტმფრენს ორეგონის შტატის ქალაქ ნიუბერგში ნცხოვრები 38 წლის პირი მართავდა, ის ვერტმფრენში ერთადერთი ადამიანი იყო.
შერიფის ოფისმა საზოგადოებას შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიასთან გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.