სადახლოზე დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3 მაისს, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან საქართველოში "ფოლცვაგენის" მარკის სომხეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა შემოვიდა, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ა. კ. მართავდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ავტომანქანის დეტალური დათვალიერება განახორციელეს. შემოწმების შედეგად, მანქანის უკანა სავარძელსა და საწვავის ავზს შორის არსებულ სათავსოში არადეკლარირებული საქონელი, დიდი ოდენობით სავარაუდოდ ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. ნაკეთობების საერთო წონა 1,266კგ-ა. საქონელი ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ექსპერტიზაზე გაიგზავნა.