გუშინ ერაყის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორცილებული ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღია, ხოლო რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედაა დაშავებული.
წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ ფალუჯასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ადგილობრივი სუნიტთა საბჭოს რამდენიმე წევრი დაიღუპა. მეორე აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით, ქალაქ ბაიჯიში მოხდა, ხოლო მესამე აფეთქება კი ბაღდადის აღმოსავლეთით დანაღმული ავტომანქანით განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.