2 მაისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის რიგგარეშე სესია გაიმართა, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დაესწრნენ.
სესიაზე ხმის უფლების მქონე 48 დელეგატმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ ქართული სპორტული დელეგაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს და ქართული დელეგაცია ოლიმპიურ თამაშებზე გამოვა.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში საბოლოო პასუხის დაფიქსირების ვადა კი 7 მაისს იწურება.