,,დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს", _განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავით კირვალიძის გადაწყვეტილების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი წესიერი ადამიანია.
,,დავით კირვალიძე არის ჩემი უახლოესი მეგობარი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანი ვისაც მე ვიცნობ და არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და დაადასტურებს იმას, რასაც მე გეუბნებით", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები