პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს არასდროს ჰქონია ისეთი მაღალი რეპუტაცია და ავტორიტეტი, როგორც დღეს აქვს.
"ერთი წლის წინ ყველას ეგონა, რომ საქართველო დაიშლებოდა და გაქუცმაცდებოდა. მაგრამ ჩვენ არც შეგვშინებია და არც დავნებებულვართ ერთი წლის თავზე. დამპყრობელმაც, დანარჩენმა რეგიონმაც და მსოფლიომაც აღმოაჩინა, რომ მართლაც ვძლიერდებით", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს გორში სტუმრობისას, რომლის განმარტებითაც, საქართველოში რუსული არმიის გაცილებით მეტი ჯარისკაცი შევიდა, ვიდრე თავის დროზე ავღანეთში, ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთში, თუმცა მათგან განსხვავებით საქართველომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შესძლო.