საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ინდოეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა აზიის განვითარების ბანკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ტაკეჰიკო ნაკაოს. შეხვედრის დროს განიხილეს აზიის განვითარების ბანკთან არსებული წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარეობა და შესაძლო ახალი მიმართულებები.
ADB საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს ენერგოსექტორში, ინფრასტრუქტურაში, ასევე გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის კუთხით.