დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სარეიტინგო კომპანია Standard & Poors-ის მისიის წევრებს, ანა ელენკოვიჩს და ტრევორ კულინანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა მთლიანად ეკონომიკურ აღმავლობაზეა დამოკიდებული და ამდენად, ახალი ხელისუფლების ძალისხმევა თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნისკენ არის მიმართული. როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტორების მოზიდვის კუთხით და ისურვა, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სამომავლოდ რეიტინგებშიც აისახოს.
მასალის გამოყენების პირობები