პოლიციასთან შეტაკების დროს დაღუპული ტამერლან ცარნაევის ცხედარს, მისი მშობლები გადაასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაცია ტამერლანის ბიძამ მიაწოდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ცარნაევის ცხედრის გადასვენებას მისი მეუღლე არ აპირებდა.
ტამერლან ცარკაევი პოლიციასთან შეტაკების დროს, 19 აპრილს დაიღუპა. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა არა პოლიციელების ტყვიით, არამედ მაშინ დაიღუპა, როცა ავტომობილის ქვეშ დამალვას ცდილობდა.
ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებმა, სამართალდამცეველების ვერსიით, ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყვეს. ორი თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და 280 დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები