ბათუმის საკრებულომ სანდასუფთავების ტარიფის შემცირებაზე გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული საკითხი საკრებულოს წინაშე მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე დაისვა. ეკონომიკური გათვლების საფუძველზე, საკრებულომ ტარიფის შემცირების გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრით, 1,80 ლარიდან 1,30 ლარამდე შემცირდა, შვიდი და მეტწევრიანი ოჯახები კი გადასახადისგან გათავისუფლდნენ. იურიდიული ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის გადასახადი 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე 9 ლარი იქნება.
დღესვე, საკრებულომ საზოგადო მოღვაწის მემედ აბაშიძის ძეგლის ადგილმონაცვლეობაზეც იმსჯელა. მიღებული გადაწყვეტილებით, ძეგლი კ. გამსახურდიასა და მ. აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დაიდგმება.
მასალის გამოყენების პირობები