ამერიკელ სამხედროს, კიმბერლი რივერას, რომელიც არმიიდან გაიქცა, ათთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. რივერა სამხედრო სამსახურიდანაც დაითხოვეს. თავად ქალმა სრულად აღიარა დანაშაული.
კიმბერლი რივერა ერაყში 2006 წელს, რიგითის წოდებით მსახურობდა. ორკვირიანი შვებულების დროს, როდესაც შეიტყო, რომ კიდევ ერთი გამგზავრება უწევდა ახლო აღმოსავლეთში, გადაკვეთა კანადის საზღვარი და თავშესაფარი მოითხოვა. კანადის ხელისუფლებამ მოთხოვნაზე უარი განუცხადა და ქმართან და სამ შვილთან ერთად, მისი აშშ-ში დეპორტაცია მოახდინა.
განსასჯელის განცხადებით, ის ამერიკის შეერთებული შტატების მისიით ერაყში იმედგაცურებული დარჩა და ხელმეორედ იქ დაბრუნება აღარ სურდა. რივერა პირველი ქალი დეზერტირი გახდა, რომელიც კანადაში იმალებოდა. იქამდე, 2007-08 წლებში, სამხედრო სამსახური ამ გზით დაახლოებით 200-მა ამერიკელმა სამხედრო მამაკაცმა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები