ჩეხეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 55 -მდე გაიზარდა. ამას გარდა, გაჩნდა ინფორმაცია სამი ან ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის ტელევიზია სამაშველო სამსახურის უფროსზე ზდენეკ სხვაჟეზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ძაღლებმა უკვე რამდენჯერმე მიგვანიშნეს იმ ადგილზე სადაც შესაძლოა სამი ან ოთხი ადამიანი იყოს", _ განაცხადა სხვაჟემ.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება პრაღაში დღეს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილიდან ამჟამად უკვე ევაკუირებულია 220 -ზე მეტი ადამიანი. აფეთქების სავარაუდო მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით გაზის გაჟონვა სახელდება.