ჩეხეთის დედაქალაქში ამ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა, 40 მდე გაიზარდა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ახლომდებარე შენობებს ფანჯრები ჩამოეფშვნათ, ქუჩაში კი ნანგრევებია მიმოფანტული.
ამავე დროს გარდა 40 დაზარალებულისა, კიდვე არ არის გამორიცხული ის, რომ რამდენიმე ადამიანი ნახევრად დანგრეული შენობის ნანგრევებს ქვეშ იყოს მოყოლილი. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ადგილობრივ პოლიციაზე და მაშველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად რაიონი სადაც აფეთქება მოხდა გადაკეტილია. პოლიციას ჯერჯერობით არ გააჩნია ინფორმაცია აფეთქების მიზეზების შესახებ.