ჩეხეთის დედაქალაქში ამ დილით მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ტრამვა აფეთქების შედეგად 13-მა ადამიანმა მიიღო. აფეთქების მიზეზები ამჟამად დგინდება.
აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ ერთ-ერთ შენობას სერიოზული ზიანი მიადგა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე ადამიანი შენობის ნანგრევებშია მოყოლილი.