დამასკოს ცენტში სირიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, პრემიერი ცოცხალი გადარჩა. თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილია ვაელ ალ ხალკის ერთი პირადი მცველი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. ამას გარდა, ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ამ აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანია გარდაცვლილი და 13 დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებს პრემიერ-მინისტრის კორტეჟის აფეთქების მცდელობა ჰქონდათ. მომხდარის დეტალები ამჟამად დგინება.
მასალის გამოყენების პირობები