სავაჭრო ნიშანი ,, აირჩიე ქართული'' ქართულ პროდუქციის მხარდამჭერი სავაჭრო ქსელების რეიტინგს აქვეყნებს.
მეწარმეებისთვის განკუთვნილ კითხვარში სულ 13 ქსელური მაღაზია მონაწილეობდა - "გუდვილი", "კარფური", "სმარტი", "ნიკორა", "ორი ნაბიჯი", "ექსელი", "ვეჯინი", "ფრესკო", "ფურშეტი", "ბიგ ბენი", "ნუგეში", "პოპული" და "იოლი".
მეწარმეების შეფასებით ქართული პროდუქციის წარმოჩენას და მხარდაჭერას საკუთარ ქსელში ყველაზე აქტიურად ,,გუდვილი'', ყველაზე ნაკლებად კი ,,კარფური'' და ,,სმარტი'' ახორციელებენ. მათი შეფასებით კარფურში და სმარტის ქსელში შეღწევა ყველაზე დიდი სირთულეს წარმოადგენს, მაღალი ბიუროკრატიის და მეწარამეებისთვის არახელსაყრელი პირობების გამო.
მეწარმეების მიერ ქართული პროდუქციის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სავაჭრო ქსელების რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. "გუდვილი"
2. "ნიკორა"
3. "ფრესკო"
4. "ორი ნაბიჯი"
5. "ვეჯინი"
6. "ექსელი"
7. "ფურშეტი"
8. "ნუგეში"
9. "ბიგ ბენი"
10. "იოლი"
11. "პოპული"
12. "სმარტი"
13. "კარფური"
რეიტინგი მცირე და საშუალო მეწარმეების გამოკითხვის შედეგად იქნა შედგენილი. გამოკითხვა 26-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მასში სულ კვების, უალკოჰოლო და ალკოჰოლური პროდუქციის 38 მწარმოებელი მონაწილეობდა.
სავაჭრო ნიშანი ,,აირჩიე ქართული'' შექმნილია ,,გაყიდვების მართვის კომპანიის'' მიერ. ,,გაყიდვების მართვის კომპანია'' რეგიონალურ აგროკომპანიებს და ფერმერებს მარკეტინგს, მენეჯმენტს და გაყიდვების მართვის სერვისს სთავაზობს. ამ დროსათვის მის პორტფელში არის ქართული წარმოების თაფლის, ჩაის და ნატურალური წვენების პროდუქცია.