ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. ასოშეიტედ პრესის ინფორმაცით, თელ-ავივმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღო, რაც მოძრაობა ჰამასის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ისრაელის სამხრეთ რაიონები დაიბომბა.
ისრაელის სამხედროების ინფორმაცით, იერიში საწვრთნელ ბაზაზე და იარაღის საწყობზე მიიტანეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ერთი თვის წინ ისრაელმა, ჰამასის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიზიტის დროს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, ღაზას სექტორის ბლოკადა გაამკაცრა.