ავღანელმა თალიბებმა რიგ მედიასაშუალებებში გაავრცელეს ელექტრონული გზავნილები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ისინი "საგაზაფხულო შეტევას" იწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ევრონიუსი" ავრცელებს.
თალიბების განცხადებით, შეტევა გულისხმობს თვითმკვლელების მონაწილეობით თავდასხმების ახალი სერიის განხორციელებას უცხო ქვეყნის სამხედრო ობიექტებზე და დიპლომატიურ დაწესებულებებზე.
ნატოს ჯერ ჯერობით თალიბების ამ გზავნილზე კომენტარი არ გაუკეთებია.