სირიის ინფორმაციის მინისტრი ომრან აზ-ზოუბი აცხადებს, რომ შეიარაღებული ოპოზიციის ხერხემალს მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ჩასული კონტიგენტი შეადგენს. მისივე თქმით, ოპოზიციის მხარეზე იბრძვიან დაქირავებულები არა მხოლოდ უაზლოესი ქვეყნებიდან, არამედ რიგი ევროპული სახელმწიფოებიდანაც. ისეთებიდან როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრალია და სხვა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აზ-ზოუბის თქმით, ამბოხებულთა მხარეს მხოლო იემენიდან ხუთი ათასზე მეტი ბოევიკი იბრძვის.
მისივე თქმით, უცხო ქვეყნიდან ჩასულ დაქირავებულთა რიცხვი იზრდება რაც თავის მხრივ ხელს უშლის კონფლიქტის დარეგულირებას.
გაეროს მონაცემებით, სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ანუ 2001 წლის მარტიდან 70 ათასამდე ადამიანია დაღუპული.