აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმში არსებულ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების მენეჯერებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესმენებმა თავიანთი პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ინვესტორთა თქმით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და აუცილებლად აისახება მომავალ თანამშრომლობაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. შევეხეთ სხვადასხვა ტექნიკურ თუ ინფორმაციულ საკითხს. მთავრობა შეეცდება შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას და მოაგვაროს ყველა არსებული პრობლემა. თანამშრომლობა გრძელდება და შეხვედრებს ტრადიციული ხასიათი მიეცემა. პერიოდულად შევეცდები შევხვდე მათ და გავეცნო ვითარებას."-განაცხადა არჩილ ხაბაძემ ინვესტორთა ასოციაციაში შეხვედრის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები