ავსტრალიელი პენსიონერი პამელა ტურნერი, ყოფილი ქმარს თავს დაესხა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პენსიონერი ქალბატონის განცხადებით, მისი გაღიზიანება ყოფილი ქმრის საქციელმა გამოიწვია, რომელმაც საკუთარ დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ყოფილი ცოლი არ მიიწვია ან დაავიწყდა მისი მიწვევა.
სასამართლომ 71 წლის პენსიონერს, კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრასა და ადამიანზე თავდასხმაში ბრალი უკვე წაუყენა. პამელა ტურნერს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი, მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე.