ჩილეს პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, რომლებსაც ბრალი ახალშობილის განზრახ მკვლელობაში წაუყენეს.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც რელიგიური სექტის რიტუალის დროს ახალშობილი ცოცხლად დაწვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ორი ქალი და ერთი მამაკაცია, მეოთხე კი თავად ახალშობილის დედაა.