გერმანიაში ავიაკატასტროფის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოთხი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ექსპერტები და ფედერალური უწყების წარმომადგენლები მუშაობენ. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი მონაცემებით შესძლოა ეს ძრავის გაუმართაობის შედეგი იყოს.
გარდაცვლილთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ თვითმფრინავი შიდა საქალაქო რეის ასრულებდა და დასაშვებ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ფრანგული კომპანიის წარმოებულმა თვითმფრინავმა განიცადა, რომლის ბორტზეც დასაშვები მაქსიმუმი ექვსი მგზავრია.