სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრის განცხადებით, სეული ჩრდილოეთ კორეას მიერ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უარზე, საპასუხო ქმედებებით უპასუხებს. პირველი რასაც ქვეყანა მოიმოქმედებს, ეს იქნება კესონის ერთობლივ ინდუსტრიულ ზონაში დარჩენილი სპეციალისტების გამოყვანა. როგორც ცნობილია საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ კესონში 176 სამხრეთ კორეელი ჩარჩა, რომელთაც სავარაუდოდ საკვებსა და მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ.
მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, ფხენიანმა კესონის ერთობლივი ინდუსტრიული ზონის საზღვარი ჩაკეტა და ათასობით სამხრეთ კორეელი ტერიტორიიდან გააძევა. ამ დრომდე კესონის ზონაში 176 სეულელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ კესონში ერთობლივი მუშაოების აღდგენაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სამხრეთ კორეამ ფხენიანს უკვე მიმართა, თუმცა ჩრდილოეთ კორეამ საზღვარის გახსნაზე კატეგორიული უარი განაცხადა.