ავღანეთის სამხრეთით ყანდაღარისა და ჰელმანდის პროვინციებს შორის, აფეთქების შედეგად 35 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება, ავტობუსისა და საწვავის ტანკერის შეჯახებამ გამოიწვია.
სამაშველო სამუშაოებს ყანდაღარის პროვინციის გუბერნატორი თავად ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით დაშავებულთა დასახმარებლად ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.