ირანი ურანის გამამადიდრებელი კიდევ 10 ქარხნის აშენებას გეგმავს. ორი მათგანის მშენებლობა კი ახალი წლის დასაწყისში შეიძლება დაიწყოს, რომელიც ირანული კალენდრით 21 მარტს დადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" ირანის ატომური ატომური ენერგიის საკითხებში ორგანიზაციის ხელმძღვანელ ალი აკბარ სალეხზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ათი ახალი ურანის გამამდიდრებელი ქარხანა ისე აშენდება, რომ ისინი ნებისმიერი თავდასხმისაგან იყოს დაცული", _ აცხადებს სალეხი და დასძენს, რომ ირანის პრეზიდენტის განკარგულებით, ორი ახალი ქარხნის მშენებლობა შესაძლოა ირანის კალენდრით ახალი წლიდან დაიწყოს.