მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე მუშაობს. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საფონდო ბირჟის განვითარება საქართველოში მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხი არის ერთე-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენთვის. ეს არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ეკონომიკის განვითარებასთან. საპენსიო რეფორმის წამოწყებასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ ეს ორი პროცესი პარალელურად უნდა განვითარდეს"- აცხადებს მინისტრი.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, მას უკვე ჩანიშნული აქვს შეხვედრები ვარშავაში, რათა ვარშავის ბირჟასთან აწარმოოს მოლაპარაკებები და საქართველომ აქტიურად ითანამშრომლოს ამ ბირჟასთან.
"ვარშავის ბირჟა არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ბირჟა დღეს ევროპაში. მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებები ურთიერთობაზე საქართველოს კაპიტილის ბაზარს წაადგება. ივნისის დასაწყისში გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი ვარშავაში, სადაც არის სამიტი, რომელსაც ჩვენც დავესწრებით.
ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინტეგრირება საქართველოს ბაზრის აღმოსავლეთ ევროპის ბირჟის პლათფორმასთან. თუ როგორ მოხდება ეს მოგვიანებით გადაწყდება"- აცხადებს კვირიკაშვილი.