საპარტნიორო ფონდი სუვერენულ ფონდათ გადაკეთდება. აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომაზე უკვე იმსჯელეს და როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, საპარტნიორო ფონდის სტრუქტურა ინვესტორებისთვის გაუგებარი რჩებოდა.
"საპარტნიორო ფონდის კონცეფცია ძალიან ბევრი უცხოელი ინვესტორისათვის გაუგებარია. ამიტომ ტერმინი სუვერენული ფონდი არის გაცილებით უფრო გასაგები. სუვერენული ფონდები არსებობს ძირითადად ორი ტიპის. ერთია რომელიც ბუნებრივი რესურსებით მიღებული შემოსავლებით ფინანსდება და მეორე, რომელიც განვითარების პროექტებს აფინანსებს. ჩვენ მერე ტიპზე შევთანხმდით"- აღნიშნა კვირიკაშვილმა. მინისტრის თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მოხდება იურიდიული კომპანიის შერჩევაზე, რომელიც სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებში იურიდიულ რჩევებს გაუწევს საპარტნიორო ფონდს.