საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი აპრილისათვის 8.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 75.7 მლნ ლარით ანუ 1.0 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას 7.8 მლნ ლარით ანუ 0.2 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას - 83.5 მლნ ლარით ანუ 1.9 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 64.14 პროცენტი შეადგინა - 0.41 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.4 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 12.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.4 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.0 პროცენტი შეადგენა.
მასალის გამოყენების პირობები