24 აპრილიდან ვისოლმა ფეისბუქ გათამაშება დაიწყო. „იმოგზაურე ვისოლთან ერთად" -ფეისბუქ თამაში აქტიურ მომხმარებელს საშუალებას აძლევს მეგობრებთან ერთად წავიდეს ვირტუალურ მოგზაურობაში და რეალურად მოიგოს იტალიური საწვავი „აპისგან" 15 მაისამდე დაგროვებული ქულების საშუალებით.
„ვისოლი მუდმივად ცდილობს წაახალისოს მომხმარებელი და მადლობა გადაუხადოს ერთგულებისათვის სხვადასხვა აქციებითა და ლოიალობის პროგრამებით. „იმოგზაურე ვისოლთან ერთად" გათამაშება მომხმარებელს საშუალებას მისცემს ხალისიანად გაატაროს დრო მეგობრებთან ერთად ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობით და მოიგოს უმაღლესი ხარისხის იტალიური საწვავი „აპისგან"", აცხადებენ ვისოლში.
„იმოგზაურე ვისოლთან ერთად" გათამაშებაში მონაწილეობისათვის „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ფეისბუქ გვერდის „და-Like-ებაა" საჭირო. თამაში საშუალებას აძლევს მოთამაშეს აირჩიოს სასურველი ტიპის ტრანსპორტი, მოიწვიოს მეგობრები, ვისთანაც ვირტუალური მოგზაურობა სურს, სურვილისამებრ აირჩიოს რეალური თუ მოგონილი დანიშნულების ადგილი და დაგროვებული ქულების მაქსიმალური რაოდენობით მოიგოს 200, 100 ან 50 ლიტრი იტალიური საწვავი. ქულების დაგროვება თამაშში მოწვეული და ჩართული მეგობრების და LIKE-ების რაოდენობის საფუძველზე ხდება. თამაშში ჩართულ ყოველ მეგობარზე მოთამაშეს ერთი ქულა ემატება, ხოლო ყოველ „Like- ზე" 2 ქულა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. იტალიური საწვავი „აპისგან" ექსკლუზიურად მხოლოდ ვისოლის ქსელში იყიდება. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.
მასალის გამოყენების პირობები