ლოს ანჟელესის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამერიკელ დედა-შვილს კომპენსაციის სახით 4.2 მლნ დოლარს გადასცემენ. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავებმა შემთხვევით 47 წლის მერგი კარანზა და 71 წლის ემა ჰერნანდესი დაჭრეს.
მიუხედავად მიღებული მსუბუქი დაზიანებისა, სასამართლომ კომპენსაციის სახით 4.2 მლნ დოლარი დააწესა.
შემთხვევა 2013 წლის 7 თებერვალს მოხდა, როდესაც ადგილობრივი სამართალდამცავები, ერთ-ერთი ბორტმოქმედის დაჭერას ცდილობდნენ, შემთხვევით მათ ქალბატონებს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.