ამერიკელი მილიარდერი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსი, სამხრეთ კორეის პრეზიდენთან ვიზიტის დროს საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. პან კინ ჰესთან ოფიციალური ვიზიტისას, ბილ გეიტსი პრეზიდენტს მარჯვენა ხელით მიესალმა, მარცხენა კი შარვლის ჯიბიდან არ ამოუღია.
სამხრეთ კორეაში შეშფოთებას ვერ მალავენ ბილ გეიტსის აღნიშნული საქციელის გამო და თვლიან რომ მან ეს სპეციალურად გააკეთა, რითაც ქვეყნისა და პრეზიდენტისადმი უპატივცემულობა გამოხატა.
ცნობისათვის, მსგავსი სკანდალი ბილ გეიტსის გარშემო რამდენჯერმე აგორდა. მილიარდერს, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.