ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეებს მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფენხალი" ჩინეთის ტელეარხ "Beijing TV"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოკორეელი სამხედროები ზღუდეების ასაშენებლად ბეტონს დიდი ქვებსა და ხის დიდ მორებს იყენებენ. ტელეარხი აღნიშნავს, რომ ბარიკადები ომის დაწყების შემთხვევაში, მოსაზღვრე ტერიტორიიდან ტანკების შემაკავებელი უნდა იყოს.
ტელეარხი ასევე აღშნავს, რომ ამგვარ ბარიკადების აგება იოლი საქმე არ არის, ამიტომაც ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ომისათვის ემზადება.
ფხენიანსა და სეულს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.
გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა სამხრეთ კორეასთან და აშშ-სთან დიალოგის დაწყების პირობების ნუსხა წარადგინა, რომლებსაც სამხრეთ კორეამ და აშშ-მ აბსურდული უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები