პარიზში, ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ მიმართული სამშვიდობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციის მონაწილე ახალგაზრდობა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის გადადგომის შესახებ სკანდირებდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს ნაციონალურმა საკრებულომ (პარლამენტის ქვედა პალატა) სამშაბათს საბოლოო მოსმენით მოიწონა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ერსქესიან წყვილებს ქორწინება დააკანონონ და ბავშვები იშვილონ.
კანონპროექტის მიღებას ხმა 331 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ 255 დეპუტატი წავიდა. რამდენიმე ხნით ადრე ეს დოკუმენტი მოიწონა ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა.
მოსალოდნელია, რომ კანონი ძალაში ზაფხულში შევა, რომდესაც მას ხელს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოაწერს და ის ქვეყნის ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოში "Journal officiel " -ში.
ერთქესიანი ქორწინებების ლეგალიზაცია ოლანდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა.
მასალის გამოყენების პირობები