ოთხი ბავშვი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად ავღანეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია ყანდაღარში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "პაჟვაკი" ავრცელებს.
ყანდაღარის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ჯავიდ ფეისალის ინფორმაციით, ბავშვებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს და ის სათამაშო ეგონათ. გუბერნატორმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა თალიბებს დააკისრა.
ექსპერტების მონაცემებით, ყოველთვიურად ავღანეთში ნაღმებზე და ძველ აუფეთქებელ მოწყობილობებზე საშუალოს 40 აფეთქება ფიქსირდება.