2013 წლის I კვარტლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 216,4 მლნ სმარტფონი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9,4%-იანი ზრდაა.
ანალიტიკური კომპანია TrendForce-ს ექსპერტები განმარტავენ, რომ სმარტფონების ბაზარი საკმაოდ დინამიურად ვითარდება და კვარტლის მონაცემების მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით ზრდა სახეზეა.
TrendForce-ის ინფორმაციით, წლის დასაწყისშივე სმარტფონების ბაზრის ლიდერი სამხრეთ კორეული Samsung-ი გახდა, რომელმაც პირველ კვარტალში 65 მლნ სმარტფონი გაყიდა, რაც სმარტფონების საერთო გაყიდვების 30 %-ია.
მეორე ადგილზეა Apple, რომელმაც პირველ კვატლაში 37,5 მლნ სმარტფონი გაყიდა, რითაც ბაზრის 17,3%-ს იკავებს.
ანალიტიკოსები Apple-ს მდგომარეობას ბაზარზე ეჭტვის თვალით უყურებენ და განმარტავენ, რომ შემდგომ კვარტალში მისი მდგომარეობა და შესაბამისად ბაზრის წილი კიდევ უფრო გაუარესდება, რაც თავის მხრივ Samsung-თან, HTC-თან და Sony-თან კონკურენციას უკავშირდება.
სმარტფონების გაყიდვებით ბაზარზე მესამე ადგილზე HTC-ია, რომელიც საერთო ბაზრის 4,4%-ს იკავებს, ხოლო შემდეგ მოდიან Nokia, Huawei, Lenovo, Sony, ZTE და LG.