კრისტის აუქციონზე, რომელიც 2 მაისს გაიმართება, 3 000 წლის ოქროს სამაჯური გაიყიდება. ოქროს სამაჯური 500 გრამს იწონის და ის XX საუკუნეში პირენეის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს, რომელიც ადრეული რკინის ხანით თარიღდება და მისი საბაზრო ღირებულება 40-60 ათას ფუნტს შეადგენს.
კრისტის აუქციონზე ასევე ძველეგვიპტურ ქანდაკაებას გაიტანენ, რომელიც IV საუკუნით თარიღდება და მისი საბაზრო ფასი 100-150 ათას ფუნტს შეადგენს.
ცნობისათვის, კრისტის აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული ლოტი, 2012 წლის შემოდგომაზე გაიყიდა, ეს იყო VI-VII საუკუნით დათარიღებული ისის ქალღმერთის სკულპტურა, რომელიც რეკორდული მაჩვენებლით 3.7 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.