ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, რვასართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, შესაძლებელია შენობის ნანგრევებში ასობით ადამიანი იყოს მოყოლილი.
ჯერჯერობით უცნობია რვასართულიანი შენობის ჩამონგრევა რამ გამოიწვია, სამაშველო ჯგუფები ადგილზე მუშაობენ. მდგომარეობის სიმძიმედან გამომდინარე სამაშველო სამუშაოებში ქვეყნის არმიის ჯარისკაცებიც ჩაერთვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობის კედლებზე ბზარები სამშაბათს გაჩნდა. ქვეყანაში შენობების ნრგევის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რომელსაც მშენებლობის დროს არასათანადო მასალის გამოყენება იწვევს.