უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-მარტში კვლავ ნავთობი დანავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 174 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 142 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა დააირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 103 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1579 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მარტში 1013 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.