სასაქონლო ჯგუფებიდან იანვარ-მარტის საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 140 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 25 პროცენტი.
ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 68 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 12პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 36 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1579 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მარტში 1013 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.