"საქსტატის" ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-მარტში 717 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლები).
აქედან ექსპორტმა 299 მლნ. აშშ დოლარს (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 418 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (15 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 53 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-მარტში - შესაბამისად 32, 45 და 29 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 12 პროცენტი (2012 წლის
იანვარ-მარტში - 21 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 52 პროცენტით შემცირდა.