2013 წლის 24 აპრილს, 14:00, საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის სათაო ოფისში მისამართზე - 300 არაგველის ქუჩა №24, გაფორმდება მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ სოკარსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.
მემორანდუმის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა სახის ოლომპიური პროგრამები და პროექტები, მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ჩასატარებელ სპორტულ ღონისძიებებში, სეოკ-ის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სპორტსმენებისა და მწვრთნელებისათვის სოციალური დახმარება,სეოკ-ის მიერ ორგანიზებული საგომომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობა, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების პროგრამების განხორციელება, სპორტული მედიცინის ცენტრის ხელშეწყობა და ფუნქციონირება საქართველოში.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის დირექტორი მაირ მამედოვი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.