ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა დიდი ბრიტანეთია. ძალადობისა და მკვლელობების რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ორჯერ შემცირდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ამას ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს.
როგორც მკვლევარები აცხადებენ, გასულ წელს 100 ათას ადამიანზე საშუალოდ მკვლელობის ერთი ფაქტი მოდიოდა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში დანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 25%-ით შემცირდა.
ყველაზე უსაფრთხო რაიონად დიდ ბრიტანეთში ბოდლენდი დასახელდა, რომელიც ნორფოლკის საგრაფოში მდებარეობს.